შარდმჟავას განსაზღვრა შარდში (Uric Acid, Urine)

შარდმჟავას განსაზღვრა შარდში (Uric Acid, Urine)

ფასი: 20 ₾

კვლევის შესახებ

შარდმჟავა შარდში (Uric Acid, Urine) არის შარდით გამოყოფილი შარდმჟავას რაოდენობრივი მაჩვენებელი, რომელიც ასახავს ორგანიზმში პურინების მეტაბოლიზმის ინტენსივობას და თირკმლების მიერ შარდმჟავას გამოყოფის ეფექტიანობას.

შარდმჟავა არის პურინების (ადენინი, გუანინი) დაშლის საბოლოო პროდუქტი. ის წარმოიქმნება ღვიძლში და გამოიყოფა ძირითადად თირკმლებით (დაახლოებით 70%), დანარჩენი - კუჭ-ნაწლავის ტრაქტით. სისხლში შარდმჟავას მაღალი დონე (ჰიპერურიკემია) შესაძლოა გამოწვეული იყოს ან მისი წარმოქმნის გაზრდით (ენდოგენური სინთეზი, საკვებიდან მიღება), ან თირკმლების მიერ ექსკრეციის შემცირებით.

შარდმჟავას შარდით ექსკრეციის რაოდენობრივი განსაზღვრა (24-საათიან შარდში) ეხმარება ექიმს, განასხვაოს ჰიპერურიკემიის ორი ძირითადი მექანიზმი:

• გაზრდილი წარმოქმნა (ჰიპერპროდუქცია) - მაღალი ექსკრეცია შარდში;

• გამოყოფის დარღვევა (ჰიპოექსკრეცია) - დაბალი ექსკრეცია შარდში.

შარდმჟავას შარდით ექსკრეციის შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოდაგრის სამკურნალო თერაპიის ტიპის შერჩევისა და შარდმჟავას შემცველი თირკმლის კენჭოვანი დაავადების (ურატული ნეფროლითიაზის) რისკის შესაფასებლად.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• ჰიპერურიკემიის (სისხლში შარდმჟავას მაღალი დონის) მიზეზის დადგენა;

• პოდაგრის (ნიკრისის) დიაგნოსტიკა და კლასიფიკაცია (ჰიპერპროდუქცია vs ჰიპოექსკრეცია);

• ურატური ნეფროლითიაზის (შარდმჟავას შემცველი თირკმლის კენჭები) რისკის შეფასება;

• თირკმლის კოლიკის ან განმეორებითი ნეფროლითიაზის გამოკვლევა;

• პოდაგრის სამკურნალო პრეპარატის შერჩევა (ალოპურინოლი vs ურიკოზურული პრეპარატები);

• ჰიპოურიკემიის (შარდმჟავას დაბალი დონის) გამოკვლევა;

• ლეიკოზის, ლიმფომისა და სიმსივნური ლიზისის სინდრომის მონიტორინგი (ქიმიოთერაპიის დროს);

• მემკვიდრული მეტაბოლური დარღვევების (ლეშ-ნაიჰანის სინდრომი) ეჭვი;

• ფანკონის სინდრომი (პროქსიმალური მილაკოვანი დისფუნქცია);

• პოლიციტემიის, ფსორიაზის და სხვა გაზრდილი უჯრედული ბრუნვის მქონე მდგომარეობების შეფასება;

• ბარიატრიული ქირურგიის ან ხანგრძლივი მარხვის შემდგომი მონიტორინგი.

ინტერპრეტაცია

შარდმჟავას შარდით ექსკრეციის მაღალი მაჩვენებელი (ჰიპერურიკოზურია) შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:

• პოდაგრის ჰიპერპროდუქციული ფორმა (პურინების ენდოგენური სინთეზის გაზრდა);

• მემკვიდრული ფერმენტული დარღვევები (ლეშ-ნაიჰანის სინდრომი, ფოსფორიბოზილპიროფოსფატ სინთეტაზას ჰიპერაქტივობა);

• მიელო- და ლიმფოპროლიფერაციული დაავადებები (ლეიკემია, ლიმფომა, მიელომა, პოლიციტემია ვერა);

• სიმსივნური ლიზისის სინდრომი (ქიმიოთერაპიის შემდეგ);

• ჰემოლიზური ანემიები;

• ფსორიაზი (განსაკუთრებით - ფართოდ გავრცელებული ფორმა);

• ფანკონის სინდრომი (პროქსიმალური მილაკოვანი დისფუნქცია);

• ვილსონის დაავადება;

• ბარიატრიული ოპერაცია;

• ხანგრძლივი შიმშილი, კეტოაციდოზი;

• ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;

• ცილებითა და პურინებით მდიდარი დიეტა (წითელი ხორცი, სუბპროდუქტები, ზღვის პროდუქტები);

• ურიკოზურიული პრეპარატების მიღება (პრობენეციდი, ლოსარტანი, ფენოფიბრატი).

შარდმჟავას შარდით ექსკრეციის დაბალი მაჩვენებელი (ჰიპოურიკოზურია) შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:

• პოდაგრის ჰიპოექსკრეციული ფორმა (პოდაგრის მქონე პაციენტთა დაახლოებით 90%);

• ქრონიკული თირკმლის უკმარისობა;

• ტყვიის ქრონიკული ინტოქსიკაცია (საატურნული პოდაგრა);

• ლაქტაციდოზი;

• კეტოაციდოზი (დიაბეტური, შიმშილისმიერი);

• დეჰიდრატაცია;

• დიურეტიკების მიღება (განსაკუთრებით - თიაზიდები, ფუროსემიდი);

• ასპირინის მცირე დოზები;

• პირაზინამიდი, ეთამბუტოლი;

• ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი;

• ჰიპოთირეოზი, ჰიპერპარათირეოზი.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

შარდმჟავას განსაზღვრა სისხლის შრატში (Uric Acid);

კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine);

კრეატინინის განსაზღვრა შარდში (Creatinine, Urine);

კრეატინინის კლირენსის გამოთვლა (CrCl);

შარდოვანას განსაზღვრა სისხლის შრატში (Urea);

შარდოვანას აზოტის განსაზღვრა სისხლში (BUN);

კალციუმის განსაზღვრა შარდში (Ca, Urine);

ცილის განსაზღვრა 24-საათიან შარდში (Protein, 24h Urine);

ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში (Na⁺, K⁺, Ca²⁺, Cl⁻);

შარდის საერთო ანალიზი (Urinalysis);

სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);

C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);

ლიპიდების განსაზღვრა სისხლის შრატში (TCHOL, TG, LDL-CHOL, HDL-CHOL, VLDL-CHOL, AI);

გლუკოზის განსაზღვრა სისხლში (Glucose);

გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში (HbA1c).

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

კვლევისთვის სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.

მასალის აღება - აუცილებელია 24-საათიანი შარდის შეგროვება და მითითება რამდენია შეგროვებული.

შეგროვების წესი - მასალა გროვდება 24 საათის განმავლობაში, პირველი დღის დილის შარდი უნდა გადაიღვაროს, ყოველი მომდევნო შარდი კი შეგროვდეს ერთ დიდ კონტეინერში. მასალა უნდა შეინახოთ ბნელ-გრილ ადგილას ან სამაცივრე პირობებში მეორე დილის პირველი შარდის ჩათვლით. შეგროვების შემდეგ უნდა მოხდეს შარდის შერევა და შარდის ერთჯერად კონტეინერში გადმოტანა (მინ. 30 მლ).

ტესტის მეთოდოლოგია

ADVIA Chemistry XPT (Siemens Healthiness, Germany) – photometric methodology- ავტომატური ბიოქიმიური ანალიზატორი

მასალის ტიპი

24-საათიანი შარდი

კვლევის შესრულების დრო

3 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

medlineplus.gov - Uric Acid - Urine

mayocliniclabs.com - Uric Acid, 24 Hour, Urine

ncbi.nlm.nih.gov - Hyperuricemia (StatPearls)

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

ბიოქიმია
Phone