კვლევის შესახებ
ანტი-ბეტა-2 გლიკოპროტეინი IgM (Anti-β2-Glycoprotein 1 IgM, anti-β2GP1 IgM) - სისხლში IgM კლასის ანტისხეულების კვლევა, რომლებიც მიმართულია ცილა ბეტა-2 გლიკოპროტეინი 1-ის (β2GPI) წინააღმდეგ. ეს ტესტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის (Antiphospholipid Syndrome, APS) დიაგნოსტიკაში.
ბეტა-2 გლიკოპროტეინი 1 - სისხლის პლაზმის ცილაა, რომელიც უკავშირდება ფოსფოლიპიდურ მემბრანებს (განსაკუთრებით - ანიონურ ფოსფოლიპიდებს - კარდიოლიპინს). იგი მონაწილეობს სისხლის შედედების რეგულაციაში, აპოპტოზური უჯრედების „დასუფთავებაში" და ჰემოსტაზის კონტროლში.
ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (APS) არის აუტოიმუნური თრომბოფილია, რომელიც ხასიათდება ვენური და/ან არტერიული თრომბოზებით და/ან ორსულობასთან ასოცირებული გართულებებით (პრეკლამფსია, რეციდივული რეპროდუქციული დანაკარგი, ნაყოფის ანტენატალური დაღუპვა) ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების არსებობისას. APS შესაძლოა იყოს პირველადი (იზოლირებული) ან მეორადი - სისტემური წითელი მგლურას (SLE) ან სხვა აუტოიმუნური დაავადების ფონზე.
APS-ის ლაბორატორიული დიაგნოზი დაფუძნებულია ე.წ. „სიდნეის კრიტერიუმებზე" (Sydney Criteria), რომელიც მოიცავს სამი კატეგორიის ანტისხეულების შეფასებას:
• ლუპუს-ანტიკოაგულანტი (Lupus Anticoagulant, LA) - ფუნქციური კოაგულაციის ტესტი;
• ანტი-კარდიოლიპინის IgG და IgM (anti-cardiolipin, aCL);
• ანტი-β2GPI IgG და IgM (anti-β2-glycoprotein 1).
დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა შედეგი ორჯერ მაინც იყოს დადებითი, მინიმუმ 12 კვირიანი ინტერვალით.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია:
ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის (APS) სიმპტომების ფონზე:
• ვენური თრომბოზის ანამნეზი - განსაკუთრებით - ახალგაზრდა ასაკში (50 წლამდე) ან არატიპურ ლოკალიზაციაში;
• რეციდივირებადი ვენური თრომბოზი;
• ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია (PE);
• არტერიული თრომბოზი - ახალგაზრდა ასაკში ინსულტი, ტრანზიტორული იშემიური შეტევები (TIA), მიოკარდიუმის ინფარქტი;
• ცერებრალური სინუსების თრომბოზი;
• ცერებრალური იშემიური ცვლილებები ახალგაზრდა ასაკში;
• ღვიძლის, კიდურის ან მუცლის ღრუს ვენების თრომბოზი;
• თრომბოზი ცნობილი თრომბოფილიური ფაქტორების გარეშე.
ორსულობასთან დაკავშირებული გართულებები:
• რეციდივირებადი ჩვილოვანი (ორსულობის) დანაკარგი (≥3 ჯერადი ერთიმეორის შემდგომად 10 კვირამდე);
• საშვილოსნოშიდა ნაყოფის სიკვდილი ≥10 კვირის შემდეგ;
• ერთი ან მეტი ნაადრევი მშობიარობა (≤34 კვირა) მძიმე პრე-ეკლამფსიის ან პლაცენტური უკმარისობის გამო;
• ნაყოფის ჰიპოტროფია, საშვილოსნოშიდა ზრდის შეფერხება (IUGR);
• HELLP სინდრომი;
• ნაწილობრივ ან სრულ პლაცენტური აბრუფცია (აშრევება).
სხვა კლინიკური ჩვენებები:
• სისტემური წითელი მგლურა (SLE) - APS-ის რისკი მაღალია;
• სხვა აუტოიმუნური დაავადებები - ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების სკრინინგი;
• ლივიდო რეტიკულარის (კანის ცვლილებები);
• თრომბოციტოპენია (გაურკვეველი მიზეზის);
• ჰემოლიზური ანემია;
• კარდიული ვალვების დისფუნქცია (Libman-Sacks ენდოკარდიტი);
• ხანგრძლივი aPTT გაურკვეველი მიზეზით;
• ცრუ-დადებითი VDRL/RPR სიფილისის ტესტი;
• ცნობილი APS-ით დაავადებული ნათესავი - ოჯახური სკრინინგი;
• ჰორმონული კონტრაცეფციის ან ესტროგენული თერაპიის დაწყების წინ მაღალი რისკის შემთხვევაში.
ინტერპრეტაცია
შედეგი ჩვეულებრივ რაოდენობრივია - ანტისხეულის ერთეული გამოიხატება (SMU/MPL ერთეული) ან ინდექსი - და ფასდება როგორც დადებითი ან უარყოფითი ლაბორატორიის მიერ დადგენილი ლიმიტის შედარებით.
დადებითი anti-β2GPI IgM (განსაკუთრებით - საშუალო ან მაღალი ტიტრი) შესაძლოა მიუთითებდეს:
• ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (APS) - პირველადი ან მეორადი;
• სისტემური წითელი მგლურა (SLE) - განსაკუთრებით თრომბოზის რისკის გაზრდასთან ერთად;
• სხვა აუტოიმუნური დაავადებები - სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი, შოგრენის სინდრომი;
• ცრუ-დადებითი შედეგი - შესაძლოა გვქონდეს:
– ახლახან გადატანილი ინფექციური დაავადებები (ვირუსული, ბაქტერიული, პარაზიტული - განსაკუთრებით - სიფილისი, ლაიმის დაავადება, HIV, ჰეპატიტი C);
– ახლახან ჩატარებული ვაქცინაცია;
– ხანდაზმული ასაკი (პოპულაციური ფონური დადებითობა);
– მედიკამენტებით ინდუცირებული - ფენოთიაზინები, ჰიდრალაზინი, ფენიტოინი, ქინიდინი;
– მძიმე ანთებითი მდგომარეობები.
იზოლირებულად დადებითი დაბალი ტიტრის anti-β2GPI IgM, განსაკუთრებით სხვა APS-ის მარკერების უარყოფითობის ფონზე, თრომბოზის ნაკლებ რისკზე მიუთითებს.
უარყოფითი anti-β2GPI IgM ჩვეულებრივ ნიშნავს IgM ტიპის ანტი-β2GPI ანტისხეულების არარსებობას, თუმცა:
• APS-ის დიაგნოზირება მხოლოდ IgM-ის უარყოფითობით ვერ დაისმება - საჭიროა სხვა APS-ის მარკერების შეფასება (LA, anti-cardiolipin, anti-β2GPI IgG);
• APS-ის დიაგნოზი ვერ დამყარდება ერთჯერადი დადებითი ან უარყოფითი ტესტის საფუძველზე - საჭიროა ანტისხეულების მუდმივობის (≥12 კვირის ინტერვალით ორი დადებითი ტესტის) დადასტურება;
• ცრუუარყოფითი შესაძლებელია, თუ პაციენტი მძიმე ანტიკოაგულანტურ თერაპიაზე იმყოფება (DOAC, ვარფარინი) - ცრუუარყოფითი LA-სთვის უფრო დამახასიათებელია, ვიდრე anti-β2GPI-სთვის;
• იმუნოდამთრგუნველი თერაპია (კორტიკოსტეროიდები, ციკლოფოსფამიდი) ცვლის ანტისხეულების დონეს.
მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი:
• APS-ის დიაგნოზისთვის საჭიროა კლინიკური კრიტერიუმი (თრომბოზი ან ორსულობის გართულება) + ლაბორატორიული კრიტერიუმი (ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულის მუდმივი დადებითობა);
• თრომბოზის რისკი მაღალია ე.წ. „სამმაგი დადებითობის" (LA + anti-cardiolipin + anti-β2GPI) ფონზე;
• IgG ტიპის ანტი-β2GPI მაღალი ტიტრით უფრო ძლიერი მარკერია, ვიდრე IgM;
• შედეგების ცვალებადობის გამო, კვლევის გამეორება საჭიროა მინიმუმ 12 კვირის ინტერვალით.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• ანტიბეტა 2 გლიკოპროტეინი IgG (Anti β -2 Glycoprotein IgG);
• ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულები IgG (Anti-Cardiolipin IgG);
• ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულები IgM (Anti-Cardiolipin IgM);
• მგლურას ანტიკოაგულანტის განსაზღვრა სისხლში (Lupus anticoagulant, LA);
• ანტინუკლეარული ანტისხეულები (ANA);
• ორჯაჭვიანი დნმ-ის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-dsDNA IgG);
• კომპლემენტის C3 კომპონენტის განსაზღვრა სისხლში (Complement C3);
• კომპლემენტის C4 კომპონენტის განსაზღვრა სისხლში (Complement C4);
• პროტეინ C-ის განსაზღვრა სისხლში (Protein C);
• თავისუფალი პროტეინ S-ის განსაზღვრა სისხლში (Free Protein S);
• ანტითრომბინ III-ის განსაზღვრა სისხლში (AT III);
•Factor V Leiden, შედედების მეხუთე ფაქტორის ლეიდენის გენის მუტაციის დადგენა;
•Factor II (G20210A) გენის პოლიმორფიზმის განსაზღვრა;
• ჰომოცისტეინის განსაზღვრა სისხლში (HCY);
• პროთრომბინის დროის განსაზღვრა სისხლში (PT);
• აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო (aPTT);
• ფიბრინოგენის განსაზღვრა სისხლის შრატში (Fibrinogen);
• D-დიმერის განსაზღვრა სისხლში (D-dimer);
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC + ESR);
• თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრა სისხლში (PLT);
• ალანინამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (ALT/GPT);
• ასპარტატამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (AST/GOT);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის აუცილებელი;
• კვლევის გამეორება საჭიროა მინიმუმ 12 კვირის ინტერვალით ანტისხეულების მუდმივობის დასადასტურებლად;
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• mayocliniclabs.com - β2 Glycoprotein 1 Antibodies
• ncbi.nlm.nih.gov - Anti-β2GPI Significance APS
• ncbi.nlm.nih.gov - IgA Antiphospholipid APS SLE
• ncbi.nlm.nih.gov - Anti-β2GP1 Domain I
• medlineplus.gov - Antiphospholipid Syndrome
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.