კომპლემენტის C4 კომპონენტის განსაზღვრა სისხლში (Complement C4)

კომპლემენტის C4 კომპონენტის განსაზღვრა სისხლში (Complement C4)

ფასი: 50 ₾

კვლევის შესახებ

კომპლემენტი C4 (Complement Component 4) არის ცილა, რომელიც წარმოადგენს კომპლემენტის სისტემის კლასიკური და ლექტინური აქტივაციის გზების მნიშვნელოვან კომპონენტს. იგი მონაწილეობს იმუნური კომპლექსების ელიმინაციაში, ანთებითი პასუხის რეგულაციაში, ბაქტერიული უჯრედების განადგურებაში და ანტიგენ-ანტისხეულის რეაქციით გამოწვეული ანთებითი პროცესის წარმართვაში.

C4 აქტიურდება ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსით (კლასიკური გზა) ან ნახშირწყლების შემცველი მიკრობული სტრუქტურებით (ლექტინური გზა). მისი გაყოფა ხელს უწყობს C3-ის გააქტიურებას, რაც კომპლემენტის კასკადის შემდგომ ეტაპებს იწვევს.

C4-ის რაოდენობრივი განსაზღვრა ხშირად გამოიყენება C3-თან ერთად აუტოიმუნური დაავადებების (განსაკუთრებით სისტემური წითელი მგლურას) დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის, ასევე - მემკვიდრული ანგიოედემის (C1-ინჰიბიტორის დეფიციტი) გამოვლენისთვის.

C4-ის ცვლილებები არასპეციფიკურია და ინტერპრეტაცია ხდება სხვა იმუნოლოგიური და კლინიკური მონაცემების კონტექსტში. SLE-ის აქტიური ფაზის დროს C4 და C3 ხშირად ერთობლივად არის დაქვეითებული.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• სისტემური წითელი მგლურას (SLE) დიაგნოსტიკა და აქტივობის მონიტორინგი;

• ლუპუსური ნეფრიტი;

• რევმატოიდული ართრიტი და სხვა აუტოიმუნური დაავადებები;

• გლომერულონეფრიტის დიფერენციალური დიაგნოსტიკა;

• იმუნური კომპლექსებით განპირობებული ვასკულიტი;

• კრიოგლობულინემია;

• მემკვიდრული ან შეძენილი ანგიოედემა (C1-ინჰიბიტორის დეფიციტი - დაბალი C4);

• კომპლემენტის თანდაყოლილი დეფიციტის ეჭვი (განმეორებითი ბაქტერიული ინფექციები);

• ღვიძლის ქრონიკული დაავადებები;

• იმუნოსუპრესიული თერაპიის მონიტორინგი;

• კომპლემენტ-მოდულირებელი თერაპიის შეფასება.

ინტერპრეტაცია

C4-ის დაბალი მაჩვენებელი შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:

• სისტემური წითელი მგლურა (სწმ) (აქტიური ფაზა, განსაკუთრებით ლუპუს-ნეფრიტი);

• ადრეული გლომერულონეფრიტი;

• იმუნური კომპლექსებით გამოწვეული დაავადებები;

• კრიოგლობულინემია;

• მემკვიდრული ანგიოედემა (C1-ინჰიბიტორის დეფიციტი - იზოლირებულად დაბალი C4);

• თანდაყოლილი C4-ის დეფიციტი;

• გლომერულონეფრიტი მემბრანოპროლიფერაციული ფორმით;

• რევმატოიდული ვასკულიტი;

• ღვიძლის უკმარისობა, ციროზი;

• თირკმლის ტრანსპლანტატის უარყოფა;

• ცილის გადაჭარბებული დანაკარგი ნეფროზული სინდრომის დროს.

C4-ის მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი მდგომარეობების დროს:

• მწვავე ანთებითი პროცესები (C4 არის მწვავე ფაზის ცილა);

• ბაქტერიული, ვირუსული ან სოკოვანი ინფექციები;

• წყლულოვანი კოლიტი, ნაწლავის ანთებითი დაავადებები;

• ავთვისებიანი სიმსივნეები (განსაკუთრებით - არაჰოჯკინის ლიმფომა, ლეიკოზი);

• ცხელება, ტრავმა, პოსტოპერაციული მდგომარეობა;

• აუტოიმუნური დაავადებების რემისიის ფაზა - იმუნოსუპრესიული თერაპიის ფონზე.

სისტემური წითელი მგლურას შემთხვევაში დაბალი C3 და C4 დაავადების აქტივობის სანდო მაჩვენებელია. იზოლირებულად დაბალი C4 (C3-ის ნორმის ფონზე) კი მემკვიდრული ანგიოედემის ან C4-ის თანდაყოლილი დეფიციტის ნიშანი შეიძლება იყოს.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

კომპლემენტის C3 კომპონენტის განსაზღვრა სისხლში (Complement C3);

ანტინუკლეარული ანტისხეულები (ANA);

ANA 23, პანელი;

ორჯაჭვიანი დნმ-ის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-dsDNA IgG);

რევმატოიდული ფაქტორის განსაზღვრა სისხლში (RF);

ციკლური ციტრულინირებული პეპტიდის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-CCP);

C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);

იმუნოგლობულინ G-ის განსაზღვრა სისხლში (IgG);

იმუნოგლობულინ A-ის განსაზღვრა სისხლში (IgA);

იმუნოგლობულინ M-ის განსაზღვრა სისხლში (IgM);

კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine);

შარდის საერთო ანალიზი (Urinalysis).

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

• რეკომენდებულია უზმოდ ყოფნა. ბოლო 9-12 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები და სასმელი;

• კვლევის ჩატარებამდე 24 საათით ადრე თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ცხიმოვანი საკვების მიღებისგან;

• კვლევამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისგან;

• არ მოიხმაროთ საღეჭი რეზინი და თამბაქო.

ტესტის მეთოდოლოგია

ADVIA Chemistry XPT (Siemens Healthiness, Germany) – photometric methodology- ავტომატური ბიოქიმიური ანალიზატორი

მასალის ტიპი

შრატი

კვლევის შესრულების დრო

3 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

medlineplus.gov - Complement Blood Test

my.clevelandclinic.org - C4 Complement Blood Test

mayocliniclabs.com - Complement C4, Serum

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

Phone