კვლევის შესახებ
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გადაეცემა ძირითადად დაუცველი სქესობრივი კონტაქტით ხდება და ხშირად სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. დროული ლაბორატორიული კვლევა საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ შემდეგი გართულებები - უნაყოფობა, ორსულობის პრობლემები დაქრონიკული ანთებითი პროცესები.
აღნიშნულ პანელში შედის:
- Chlamydia Trachomatis
- Neisseria Gonorrhoeae
- Mycoplasma Genitalium
- Mycoplasma Hominis
- Ureaplasma Urealyticum
- Ureaplasma Parvum
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
შემდეგი მდგომარეობების დროს:
- პროფილაქტიკურად
- ხშირი შარდვა
- წვა შარდის დროს
- შარდის შეუკავებლობა
- ვაგინალური გამონადენი
- საშვილოსნოს გარე ორსულობა
- ორსულობის შეწყვეტა
- ნაადრევი მშობიარობა
- უნაყოფობის მიზეზის დადგენა (ქალი და მამაკაცი)
- ორსულობის დაგეგმვა (ორივე პარტნიორი)
ინტერპრეტაცია
პათოგენის აღმოჩენა მამაკაცებში შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:
- ცისტიტი
- პროსტატიტი
- ურეთრიტი
- სათესლეების და დანამატების ანთება
პათოგენის აღმოჩენა ქალებში შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:
- საშოს, საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნო დანამატების ანთება
- ურეთრიტი
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
- Chlamydia Trachomatis
- Neisseria Gonorrhoea
- Mycoplasma Genitalium
- Mycoplasma Hominis
- Trichomona Vaginalis
- Candida Albicans
- ვაგინალური ნაცხის მიკროსკოპული გამოკვლევა
- საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგია
- ვაგინალური ფლორის კომპლექსური კვლევა (Bioflor)
- Chlamydia trachomatis IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში
- Chlamydia trachomatis IgA ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
შარდის შეგროვება:
- შარდის პირველი ულუფა წინასწარი ჰიგიენური პროცედურების გარეშე.
უროგენიტალური ნაცხის აღება:
- ნაცხის აღების წინა დღეს არ გამოიყენოთ ვაგინალური სანთლები, ტაბლეტები და მალამოები
- ქალებში დაუშვებელია ტესტის ჩატარება მენსტრუალური ციკლის დროს
- კვლევის ჩატარებამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ სქესობრივი კონტაქტისაგან, არ გამოიყენოთ სპერმიციდი და ლუბრიკანტი
- მამაკაცები - ნაცხის აღებამდე არ მოშარდოთ 3 საათი
ტესტის მეთოდოლოგია
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების თვისობრივი აღმოჩენა. ანალიზი ეფუძნება რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის(PCR) მეთოდს, გაძლიერებული პროდუქტის ფლუორესცენტური გამოვლენით. - method
მასალის ტიპი
- შარდი
- უროგენიტალური ნაცხი
კვლევის შესრულების დრო
24 საათი
ქვეყანა
საქართველო