კვლევის შესახებ
ანტისხეულები თირეოგლობულინის მიმართ - anti TG (Antithyroglobulin antibodies) ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების (T3 და T4) წინამორბედი ცილის თირეოგლობულინის მიმართ გამომუშავებული ანტისხეულებია. Anti TG-ის დონე იმატებს ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაზიანებების, ანთებისა ან ნეოპლაზიური პროცესების დროს, ხოლო სტაბილურდება მკურნალობისა ან დაავადების რემისიის პერიოდში. თირეოგლობულინი (TG) ფარისებრი ჯირკვლის ძირითადი ცილაა, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზში. თირეოგლობულინი (TG) ნორმალურ პირობებში გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებში და სისხლში არ ცირკულირებს.
Anti TG გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის პოსტოპერაციული პერიოდის მონიტორინგისა და ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადებების დიაგნოსტიკის დროს.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
- ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადების დიაგნოსტირებისთვის;
- ჰაშიმოტოს თირეოიდიტის დიაგნოსტირებისთვის;
- ფარისებრი ჯირკვლის კიბოსა (თირეოგლობულინის მაჩვენებელთან ერთად) და ფარისებრი ჯირკვლის აბლაციური თერაპიის შემდეგომი პერიოდის მონიტორინგისთვის;
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადების გენეტიკური განწყობის დროს;
- მედიკამენტორზური თერაპიის მონიტორინგისთვის.
ინტერპრეტაცია
ანტისხეულები თირეოგლობულინის მიმართ სიხლში იმატებს:
- ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადებების დროს (მაგ. ჰაშიმოტოს თირეოიდიტი);
- სხვა აუტოიმუნური დაავადებებისას (რევმატოიდული ართრიტი, ქრონიკული ურტიკარია, აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემია);
- ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეების რეციდივის დროს.
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
- თიროქსინის თავისუფალი ფრაქცია (FT4) სისხლში;
- ტრიიოდთირონინის თავისუფალი ფრაქცია (FT3) სისხლში;
- თიროქსინი (T4) სისხლში;
- ანტისხეულები თირეოიდული პეროქსიდაზის მიმართ - (anti TPO);
- ანტისხეულები თირეოგლობულინის მიმართ სიხლში - (anti TG);
- თირეოგლობულინი (TG);
- ანტისხეულები თირეოტროპინის რეცეპტორის მიმართ - (anti TRAB/anti TSHR).
- ტრიიოდთირონინი (T3) სისხლში;
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
სპეციფიკური მომზადება არ არის საჭირო
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
სისხლი (შრატი)
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
საქართველო