ნაკრებში შემავალი კვლევები

  1. 1.სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR)
  2. 2.თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (TSH)
  3. 3.D ვიტამინის განსაზღვრა სისხლში (25(OH)D)
  4. 4.ფერიტინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Ferritin)
  5. 5.კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine)
  6. 6.ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში (Electrolyte Panel)
  7. 7.ვიტამინ B12-ის განსაზღვრა სისხლში (Vitamin B12)
  8. 8.C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP)
  9. 9.გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში (HbA1c)
  10. 10.გლუკოზის განსაზღვრა სისხლში (Glucose)
  11. 11.კალციუმის განსაზღვრა სისხლში (Ca)
  12. 12.ფოლიუმის მჟავა (Folate)
  13. 13.ესტრადიოლის განსაზღვრა სისხლში (E2)
  14. 14.თუთიის განსაზღვრა სისხლში (Zn)
  15. 15.შარდმჟავას განსაზღვრა სისხლის შრატში (Uric Acid)
  16. 16.ჰომოცისტეინის განსაზღვრა სისხლში (HCY)
  17. 17.პარათირეოიდული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (PTH)
  18. 18.ალანინამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (ALT/GPT)
  19. 19.საერთო ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლის შრატში (T-CHOL)
  20. 20.საერთო ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (TBIL)
  21. 21.კანცეროემბრიონული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (CEA)
  22. 22.გამაგლუტამილტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (gGT)
  23. 23.დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში (LDL-CHOL)
  24. 24.ტუტე ფოსფატაზის განსაზღვრა სისხლში (ALP)
  25. 25.ასპარტატამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (AST/GOT)
  26. 26.B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (HBsAg)
  27. 27.აივ-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებისა და p24 ანტიგენის კომბინირებული განსაზღვრა სისხლში (HIV Ag/Ab Combo)
  28. 28.B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HBs)
  29. 29.ალფაფეტოპროტეინის განსაზღვრა სისხლში (AFP)
  30. 30.C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HCV)
  31. 31.ROMA ინდექსის გამოთვლა (HE4, CA 125)
  32. 32.კონიუგირებული (პირდაპირი) ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (DBIL)
  33. 33.კარბოჰიდრატული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში CA 15-3
  34. 34.მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში (HDL-CHOL)
  35. 35.საერთო ტრიგლიცერიდების განსაზღვრა სისხლში (Trig)

ქალის ჯანმრთელობის ჩექაფი, 40 + - გაფართოებული

კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine); B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (HBsAg); ფერიტინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Ferritin); კარბოჰიდრატული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში CA 15-3; ROMA ინდექსის გამოთვლა (HE4, CA 125); ალანინამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (ALT/GPT); ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში (Electrolyte Panel); სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR); კანცეროემბრიონული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (CEA); საერთო ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლის შრატში (T-CHOL); D ვიტამინის განსაზღვრა სისხლში (25(OH)D); C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP); გამაგლუტამილტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (gGT); შარდმჟავას განსაზღვრა სისხლის შრატში (Uric Acid); დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში (LDL-CHOL); თუთიის განსაზღვრა სისხლში (Zn); ტუტე ფოსფატაზის განსაზღვრა სისხლში (ALP); ფოლიუმის მჟავა (Folate); გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში (HbA1c); საერთო ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (TBIL); კალციუმის განსაზღვრა სისხლში (Ca); კონიუგირებული (პირდაპირი) ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (DBIL); ესტრადიოლის განსაზღვრა სისხლში (E2); ალფაფეტოპროტეინის განსაზღვრა სისხლში (AFP); ვიტამინ B12-ის განსაზღვრა სისხლში (Vitamin B12); თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (TSH); აივ-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებისა და p24 ანტიგენის კომბინირებული განსაზღვრა სისხლში (HIV Ag/Ab Combo); მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში (HDL-CHOL); ჰომოცისტეინის განსაზღვრა სისხლში (HCY); გლუკოზის განსაზღვრა სისხლში (Glucose); პარათირეოიდული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (PTH); ასპარტატამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (AST/GOT); საერთო ტრიგლიცერიდების განსაზღვრა სისხლში (Trig); C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HCV); B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HBs)


კვლევის შესახებ

ქალის ჯანმრთელობის ჩეკაპი, 40+, გაფართოებული (Women's Health Check-up, 40+, Extended) არის ოცდაცხრა კვლევისგან შემდგარი ყველაზე სრული ნაკრები 40 წელს გადაცილებული ქალებისთვის. ის აერთიანებს საბაზისო ჩეკაპის ყველა კვლევას და დამატებით მოიცავს ძვლოვანი ცვლის ჰორმონულ შეფასებას, გულ-სისხლძარღვთა რისკის დამატებით მარკერებს, ვიტამინებსა და მიკროელემენტებს, ვირუსული ჰეპატიტებისა და აივ-ის სკრინინგს, სიმსივნურ მარკერებს, განავალში ფარული სისხლის განსაზღვრასა და ესტრადიოლს.


ბევრი გავრცელებული დაავადება - შაქრიანი დიაბეტი, ქოლესტერინის მომატება, ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები, ღვიძლისა და თირკმლის ქრონიკული დაავადებები, ვირუსული ჰეპატიტები - წლების განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ხშირად მხოლოდ გართულების ეტაპზე ვლინდება. რეგულარული ლაბორატორიული შემოწმება ამ მდგომარეობებს ავლენს მაშინ, როდესაც მათი კორექცია ცხოვრების წესის შეცვლით ან მარტივი მკურნალობითაა შესაძლებელი.


40 წლის შემდეგ ქალის ორგანიზმში იწყება ჰორმონული გარდაქმნა: ესტროგენის დონის თანდათანობითი კლება (პერიმენოპაუზა და მენოპაუზა) აჩქარებს ძვლის სიმკვრივის შემცირებას, ცვლის ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლას და ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტისა და ოსტეოპოროზის რისკს. ამ ასაკში იზრდება ონკოლოგიური დაავადებების სიხშირეც.


ნაკრებში შედის შემდეგი კვლევები:


• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR) - სისხლის უჯრედების, ჰემოგლობინისა და ანთების ზოგადი მაჩვენებლის შეფასება;

• შარდის საერთო ანალიზი (Urinalysis) - თირკმლებისა და საშარდე გზების მდგომარეობის შეფასება;

• გლუკოზის განსაზღვრა სისხლში (Glucose) - სისხლში შაქრის დონე;

• გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში (HbA1c) - სისხლში შაქრის საშუალო დონე ბოლო 2-3 თვის განმავლობაში;

• ლიპიდების განსაზღვრა სისხლის შრატში (TCHOL, TG, LDL-CHOL, HDL-CHOL, VLDL-CHOL, AI) - ქოლესტერინი, მისი ფრაქციები, ტრიგლიცერიდები და ათეროგენობის ინდექსი;

• ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში (Electrolyte Panel) - ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, ქლორი;

• კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine) - თირკმლის ფუნქციის მაჩვენებელი;

• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL) - ღვიძლისა და სანაღვლე გზების მდგომარეობის შეფასება;

• D ვიტამინის განსაზღვრა სისხლში (25(OH)D) - ძვლების, კუნთებისა და იმუნური სისტემისთვის აუცილებელი ვიტამინი;

• კალციუმის განსაზღვრა სისხლში (Ca) - ძვლების, კუნთებისა და ნერვული სისტემისთვის აუცილებელი მინერალი;

• ფერიტინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Ferritin) - ორგანიზმში რკინის მარაგის მაჩვენებელი;

• თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (TSH) - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ძირითადი მაჩვენებელი;

• შარდმჟავას განსაზღვრა სისხლის შრატში (Uric Acid) - პურინული ცვლის პროდუქტი;

• პარათირეოიდული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (PTH) - ფარისებრახლო ჯირკვლების ჰორმონი, კალციუმის ცვლის მთავარი მარეგულირებელი;

• ვიტამინ B12-ის განსაზღვრა სისხლში (Vitamin B12) - სისხლწარმოქმნისა და ნერვული სისტემისთვის აუცილებელი ვიტამინი;

• ფოლიუმის მჟავა (Folate) - სისხლის უჯრედების წარმოქმნისთვის საჭირო ვიტამინი;

• ჰომოცისტეინის განსაზღვრა სისხლში (HCY) - გულ-სისხლძარღვთა რისკისა და B ჯგუფის ვიტამინების ცვლის მაჩვენებელი;

• თუთიის განსაზღვრა სისხლში (Zn) - იმუნიტეტის, კანის, თმისა და რეპროდუქციული ფუნქციისთვის საჭირო მიკროელემენტი;

• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP) - ორგანიზმში ანთების მგრძნობიარე მაჩვენებელი;

• B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (HBsAg) - B ჰეპატიტის მიმდინარე ინფექციის მაჩვენებელი;

• B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HBs) - B ჰეპატიტის მიმართ იმუნიტეტის მაჩვენებელი;

• C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HCV) - C ჰეპატიტის სკრინინგი;

• აივ-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებისა და p24 ანტიგენის კომბინირებული განსაზღვრა სისხლში (HIV Ag/Ab Combo) - აივ-ინფექციის სკრინინგი;

• სისხლის განსაზღვრა განავალში (FOBT) - ნაწლავიდან ფარული სისხლდენის გამოვლენა, კოლორექტული კიბოს სკრინინგის მეთოდი;

• ალფაფეტოპროტეინის განსაზღვრა სისხლში (AFP) - ღვიძლის სიმსივნური მარკერი;

• ROMA ინდექსის გამოთვლა (HE4, CA 125) - საკვერცხის კიბოს რისკის გამოთვლითი მაჩვენებელი;

• კარბოჰიდრატული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში CA 15-3 - ძუძუს სიმსივნური მარკერი;

• კანცეროემბრიონული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (CEA) - საჭმლის მომნელებელი სისტემის სიმსივნური მარკერი;

• ესტრადიოლის განსაზღვრა სისხლში (E2) - ძირითადი ქალური სასქესო ჰორმონი.


პარათირეოიდული ჰორმონი კალციუმთან და D ვიტამინთან ერთად ავლენს ოსტეოპოროზის მეორეულ, მკურნალობას დაქვემდებარებულ მიზეზებს; ჰომოცისტეინი და C-რეაქტიული ცილა ავსებს გულ-სისხლძარღვთა რისკის შეფასებას; განავალში ფარული სისხლის განსაზღვრა კოლორექტული კიბოს სკრინინგის აღიარებული მეთოდია, რომელიც რეკომენდებულია 45 წლიდან. სიმსივნური მარკერები დამხმარე მაჩვენებლებია და ფასდება მხოლოდ ექიმის მიერ, სხვა გამოკვლევებთან ერთად.


გაფართოებული ნაკრები იძლევა ჯანმრთელობის ყველაზე სრულ ლაბორატორიულ სურათს ერთი ვიზიტით. ის ავსებს, მაგრამ არ ცვლის მამოგრაფიას, საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიურ კვლევას, კოლონოსკოპიასა და დენსიტომეტრიას.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:


• პროფილაქტიკური შემოწმება წელიწადში ერთხელ, ჩივილების არარსებობის შემთხვევაშიც;

• ხანგრძლივი დაღლილობა, სისუსტე, შრომისუნარიანობის დაქვეითება;

• ჭარბი წონა ან წონის აუხსნელი ცვლილება;

• არტერიული წნევის მომატება;

• გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის ან მაღალი ქოლესტერინის ოჯახური ისტორია;

• მჯდომარე ცხოვრების წესი, არაჯანსაღი კვება, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, ქრონიკული სტრესი;

• მედიკამენტების ხანგრძლივი მიღება - ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის კონტროლისთვის;

• ცხოვრების წესის შეცვლამდე (დიეტა, ინტენსიური ვარჯიში) საწყისი მაჩვენებლების შესაფასებლად;

• მენსტრუალური ციკლის ცვლილება, ალები, ღამის ოფლიანობა, ძილის დარღვევა, გუნება-განწყობის ცვალებადობა (პერიმენოპაუზის ნიშნები);

• მენოპაუზის შემდგომი პერიოდი;

• სახსრებისა და ძვლების ტკივილი, ოსტეოპოროზის ოჯახური ისტორია;

• თმის ცვენა, კანის სიმშრალე, წონის მატება მუცლის არეში;

• მეხსიერებისა და კონცენტრაციის გაუარესება, კიდურების დაბუჟება;

• ონკოლოგიური დაავადებების ოჯახური ისტორია;

• კუჭის მოქმედების ხასიათის შეცვლა, მუცლის მდგრადი შებერილობა ან ტკივილი მცირე მენჯის არეში;

• დაუცველი სქესობრივი კონტაქტი, სამედიცინო ან კოსმეტიკური მანიპულაციები (ოპერაცია, სტომატოლოგიური ჩარევა, ტატუ, პირსინგი) ანამნეზში - ვირუსული ჰეპატიტებისა და აივ-ის სკრინინგისთვის;

• B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საჭიროების განსაზღვრა;

• როდესაც სრული შემოწმება დიდი ხანია არ ჩატარებულა.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

• სისხლის აღება ხდება დილით, უზმოდ - ბოლო 8-12 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები (სუფთა წყლის დალევა დასაშვებია);

• კვლევის დღეს, სისხლის აღებამდე, არ მიიღოთ ვიტამინები და მინერალური დანამატები;

• თუ იღებთ ბიოტინს (B7 ვიტამინი) ან ბიოტინის შემცველ ვიტამინურ კომპლექსებს, შეწყვიტეთ მათი მიღება კვლევამდე არანაკლებ 48-72 საათით ადრე - ბიოტინი ამახინჯებს ჰორმონული და იმუნოლოგიური კვლევების შედეგებს;

• კვლევამდე 24 საათით ადრე თავი შეიკავეთ ალკოჰოლის, ცხიმიანი საკვებისა და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისგან;

• სისხლის აღებამდე არ მოწიოთ და არ მიიღოთ ყავა და ჩაი;

• კვლევა არ ტარდება მენსტრუაციის დროს - რეკომენდებულია მენსტრუაციის დასრულებიდან არანაკლებ 5 დღის შემდეგ, რადგან ამ პერიოდში იცვლება CA 125-ის, შარდისა და განავლის კვლევის შედეგები. შარდის ანალიზისთვის შეაგროვეთ დილის პირველი შარდის შუა ულუფა სუფთა, სპეციალურ კონტეინერში, გარეთა სასქესო ორგანოების ჰიგიენის შემდეგ, და მიიტანეთ ლაბორატორიაში 1-2 საათის განმავლობაში;

• ლაბორატორიას მიაწოდეთ ინფორმაცია მენოპაუზის სტატუსის შესახებ (აუცილებელია ROMA ინდექსის გამოსათვლელად); თუ მენსტრუაცია გაქვთ, ესტრადიოლის განსაზღვრისთვის ციკლის ოპტიმალურ დღეს დაგიზუსტებთ ექიმი;

• განავლის ნიმუში შეაგროვეთ სუფთა, სპეციალურ კონტეინერში ისე, რომ მასში არ მოხვდეს შარდი და წყალი; კვლევა არ ტარდება ბუასილიდან სისხლდენის ან ნაწლავის მწვავე აშლილობის დროს. კვების შეზღუდვის საჭიროებას დაგიზუსტებთ ლაბორატორია;

• კვლევა არ არის სასურველი მწვავე ინფექციური დაავადების პერიოდში;

• აცნობეთ ექიმს ყველა მედიკამენტისა და საკვები დანამატის შესახებ, რომელსაც იღებთ;

• აცნობეთ ექიმს ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის ან ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღების შესახებ.

ინტერპრეტაცია

სისხლის საერთო ანალიზი და ედს:


• ჰემოგლობინისა და ერითროციტების დაქვეითება მიუთითებს ანემიაზე, რომლის ყველაზე ხშირი მიზეზია რკინის, B12 ვიტამინის ან ფოლიუმის მჟავას დეფიციტი;

• ლეიკოციტების მომატება უფრო ხშირად ინფექციასა და ანთებას უკავშირდება, დაქვეითება - ვირუსულ ინფექციებს, ზოგიერთ მედიკამენტსა და იმუნურ დარღვევებს;

• თრომბოციტების რაოდენობის ცვლილება გვხვდება ანთების, რკინის დეფიციტის, ინფექციებისა და სისხლის დაავადებების დროს;

• ედს-ის აჩქარება ანთებითი პროცესის არასპეციფიკური ნიშანია.


ფერიტინი:


• დაქვეითება რკინის მარაგის ამოწურვის ყველაზე ადრეული ნიშანია და ვლინდება ჯერ კიდევ ანემიის განვითარებამდე;

• მომატება უფრო ხშირად ანთებას, ღვიძლის ცხიმოვან დაავადებას ან რკინის ჭარბ დაგროვებას უკავშირდება.

ვიტამინი B12, ფოლიუმის მჟავა და ჰომოცისტეინი:


• B12-ისა და ფოლიუმის მჟავას დეფიციტი იწვევს ანემიას, დაღლილობას; B12-ის დეფიციტი - დამატებით მეხსიერების გაუარესებასა და კიდურების დაბუჟებას. ასაკთან ერთად B12-ის შეწოვა უარესდება;

• ჰომოცისტეინის მომატება ყველაზე ხშირად სწორედ ამ ვიტამინების ნაკლებობას, თირკმლის ფუნქციის დაქვეითებას ან ჰიპოთირეოზს უკავშირდება და ასოცირდება გულ-სისხლძარღვთა მომატებულ რისკთან.


D ვიტამინი:


• დაქვეითებული დონე მიუთითებს დეფიციტზე ან უკმარისობაზე, რაც არღვევს კალციუმის შეწოვას და აზიანებს ძვლოვან ქსოვილს; მიზეზებია მზის სხივების ნაკლებობა, არასაკმარისი მიღება საკვებით, შეწოვის დარღვევა, ჭარბი წონა;

• ჭარბი დონე, როგორც წესი, დანამატების უკონტროლო მიღების შედეგია და შესაძლოა გამოიწვიოს კალციუმის მომატება.


კალციუმი და პარათირეოიდული ჰორმონი (PTH):


• ორივეს ერთდროული მომატება დამახასიათებელია პირველადი ჰიპერპარათირეოზისთვის, რომელიც იწვევს ძვლის სიმკვრივის შემცირებასა და თირკმლის კენჭებს;

• PTH-ის მომატება ნორმული ან დაბალი კალციუმის ფონზე ყველაზე ხშირად D ვიტამინის დეფიციტის შედეგია.


თუთია:


• დაქვეითება უკავშირდება იმუნიტეტის დაქვეითებას, თმის ცვენას, კანის დაზიანებასა და ჭრილობების შენელებულ შეხორცებას; გვხვდება არასაკმარისი კვებისა და შეწოვის დარღვევის დროს.


თირეოტროპული ჰორმონი (TSH):


• მომატება მიუთითებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებაზე (ჰიპოთირეოზი);

• დაქვეითება მიუთითებს ფარისებრი ჯირკვლის ჭარბ ფუნქციაზე (ჰიპერთირეოზი).


ესტრადიოლი (E2):


• დონე მენსტრუალური ციკლის ფაზის მიხედვით იცვლება; მდგრადი დაქვეითება დამახასიათებელია პერიმენოპაუზისა და მენოპაუზისთვის და უკავშირდება ალებს, ძილის დარღვევას, ძვლის სიმკვრივის შემცირებას;

• პერიმენოპაუზაში ჰორმონის დონე მნიშვნელოვნად მერყეობს, ამიტომ ერთჯერადი შედეგი ფასდება ჩივილებთან და ციკლის ხასიათთან ერთად.


გლუკოზა და გლიკირებული ჰემოგლობინი (HbA1c):


• მომატება მიუთითებს პრედიაბეტზე ან შაქრიან დიაბეტზე; HbA1c ასახავს ბოლო 2-3 თვის საშუალო მაჩვენებელს და ერთჯერად კვებაზე არ არის დამოკიდებული;

• HbA1c-ის შედეგზე შესაძლოა გავლენა იქონიოს ანემიამ და ჰემოგლობინის ვარიანტებმა.


ლიპიდური პროფილი:


• საერთო ქოლესტერინის, LDL-ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების მომატება და HDL-ქოლესტერინის დაქვეითება ზრდის ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს; მიზეზებია მემკვიდრული ფაქტორი, ჭარბი წონა, არაჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, ჰიპოთირეოზი, შაქრიანი დიაბეტი.


შარდმჟავა:


• მომატება გვხვდება ხორცითა და ალკოჰოლით მდიდარი კვების, ჭარბი წონის, ინსულინრეზისტენტობის, თირკმლის ფუნქციის დაქვეითებისა და შარდმდენების მიღების ფონზე; ზრდის პოდაგრისა და თირკმლის კენჭების რისკს.


C-რეაქტიული ცილა (CRP):


• მომატება მიუთითებს ორგანიზმში მიმდინარე ანთებაზე ან ინფექციაზე; მდგრადი, მსუბუქი მომატება ასოცირდება ქრონიკულ ანთებასა და გულ-სისხლძარღვთა მომატებულ რისკთან.


ღვიძლის ფუნქციური სინჯები:


• ALT-ისა და AST-ის მომატება მიუთითებს ღვიძლის უჯრედების დაზიანებაზე (ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება, ვირუსული ჰეპატიტი, მედიკამენტებისა და ალკოჰოლის ზემოქმედება);

• GGT-ის, ტუტე ფოსფატაზისა და ბილირუბინის მომატება უფრო მეტად ნაღვლის გამოყოფის დარღვევას (მაგ., ნაღვლკენჭოვანი დაავადება) უკავშირდება.


კრეატინინი:


• მომატება მიუთითებს თირკმლის ფილტრაციული ფუნქციის დაქვეითებაზე ან გაუწყლოებაზე;

• დაქვეითება გვხვდება კუნთოვანი მასის შემცირებისას.


ელექტროლიტები (ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, ქლორი):


• დისბალანსი ვითარდება გაუწყლოების, ღებინების, დიარეის, თირკმლის დაავადებების, ჰორმონული დარღვევებისა და ზოგიერთი მედიკამენტის (მაგ., შარდმდენების) მიღების ფონზე და ვლინდება სისუსტით, კუნთების კრუნჩხვებით, გულის რიტმის დარღვევით.


შარდის საერთო ანალიზი:


• ლეიკოციტების, ბაქტერიების ან ნიტრიტების აღმოჩენა მიუთითებს საშარდე გზების ინფექციაზე;

• ცილა ან ერითროციტები შარდში შესაძლოა მიუთითებდეს თირკმლის დაზიანებაზე და საჭიროებს დამატებით შეფასებას;

• გლუკოზის ან კეტონების აღმოჩენა შესაძლოა ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის ნიშანი იყოს.


B და C ჰეპატიტის მარკერები (HBsAg, anti-HBs, anti-HCV):


• HBsAg-ის დადებითი შედეგი მიუთითებს B ჰეპატიტის ვირუსით მიმდინარე ინფექციაზე და საჭიროებს ჰეპატოლოგის ან ინფექციონისტის კონსულტაციას;

• anti-HBs-ის დადებითი შედეგი უარყოფითი HBsAg-ის ფონზე მიუთითებს იმუნიტეტზე - ვაქცინაციის ან გადატანილი ინფექციის შედეგად;

• ორივე მარკერის უარყოფითი შედეგი ნიშნავს, რომ ინფექცია არ არის, თუმცა არც დამცავი იმუნიტეტია - ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია ვაქცინაცია;

• anti-HCV-ის დადებითი შედეგი ნიშნავს C ჰეპატიტის ვირუსთან კონტაქტს - ამჟამად ან წარსულში; მიმდინარე ინფექციის დასადასტურებლად აუცილებელია ვირუსის რნმ-ის განსაზღვრა (HCV RNA, PCR). C ჰეპატიტი დღეს სრულად განკურნებადია.


აივ (HIV Ag/Ab Combo):


• უარყოფითი შედეგი ნიშნავს, რომ ინფექციის ნიშნები არ გამოვლინდა; ბოლო კვირებში შესაძლო რისკის არსებობისას („ფანჯრის პერიოდი“) ექიმი გირჩევთ კვლევის გამეორებას;

• რეაქტიული (დადებითი) სკრინინგული შედეგი დიაგნოზს არ ნიშნავს და აუცილებლად საჭიროებს დამადასტურებელ კვლევას. შედეგი კონფიდენციალურია.

სისხლი განავალში (FOBT):


• უარყოფითი შედეგი ნიშნავს, რომ ნიმუშში სისხლი არ აღმოჩნდა; რადგან პოლიპები და სიმსივნეები პერიოდულად სისხლმდენია, კვლევა ინფორმაციულია რეგულარული (ყოველწლიური) გამეორებისას;

• დადებითი შედეგი მიუთითებს სისხლდენაზე საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან - მიზეზი შეიძლება იყოს ბუასილი, ნაპრალი, წყლული, ნაწლავის ანთება, პოლიპი ან სიმსივნე. დადებითი შედეგი ყოველთვის საჭიროებს კოლონოსკოპიას.


ალფაფეტოპროტეინი (AFP):


• მომატება შესაძლებელია ღვიძლის პირველადი კიბოსა და ჩანასახოვანი უჯრედების სიმსივნეების (სათესლე ჯირკვლის, საკვერცხის) დროს;

• არაონკოლოგიური მიზეზებია: ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი; ორსულობის დროს AFP ფიზიოლოგიურად მატულობს.


კანცეროემბრიონული ანტიგენი (CEA):


• მომატება შესაძლებელია მსხვილი ნაწლავის, კუჭის, პანკრეასის, ფილტვის, ძუძუს სიმსივნეების დროს;

• არაონკოლოგიური მიზეზებია: თამბაქოს მოხმარება (მწეველებში დონე უფრო მაღალია), ნაწლავის ანთებითი დაავადებები, ღვიძლის დაავადებები, პანკრეატიტი, ფილტვის ქრონიკული დაავადებები.


ROMA ინდექსი (HE4, CA 125) და CA 15-3:


• ROMA ინდექსის მაღალი რისკის შედეგი მიუთითებს გინეკოლოგთან კონსულტაციისა და მცირე მენჯის ორგანოების დამატებითი გამოკვლევის საჭიროებაზე; CA 125 ხშირად მატულობს კეთილთვისებიანი მდგომარეობების (ენდომეტრიოზი, მიომა, მენსტრუაცია) დროსაც;

• CA 15-3-ის მომატება შესაძლებელია ძუძუს კიბოს, ასევე ძუძუსა და ღვიძლის კეთილთვისებიანი დაავადებების დროს; ის ადრეულ სტადიაზე, როგორც წესი, ნორმულია და მამოგრაფიას ვერ ჩაანაცვლებს;

• ონკომარკერის მომატება დიაგნოზს არ ნიშნავს, ხოლო ნორმული შედეგი დაავადებას სრულად არ გამორიცხავს.


პროფილაქტიკური შემოწმების ნორმული შედეგები არ გამორიცხავს ყველა დაავადებას და არ ცვლის ექიმის გასინჯვასა და ასაკის შესაბამის ინსტრუმენტულ სკრინინგს. გადახრის აღმოჩენისას მის მნიშვნელობასა და შემდგომ ნაბიჯებს განსაზღვრავს ექიმი.


ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

• ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (FSH);

• თირეოიდული პეროქსიდაზის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-TPO);

• ინსულინის განსაზღვრა სისხლში (Insulin);

• კარბოჰიდრატული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში CA 19-9;

• ფოსფორის განსაზღვრა სისხლში (P);

• ლიპოპროტეინი (a) - Lp(a);

• ნატრიურეტული პეპტიდის განსაზღვრა NT-proBNP;

• ადამიანის პაპილომავირუსის გენოტიპირება (HPV);

• საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური გამოკვლევა (PAP-ტესტი);

• გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე (eGFR);

• შარდოვანას განსაზღვრა სისხლის შრატში (Urea);

• მაგნიუმის განსაზღვრა სისხლში (Mg);

• თიროქსინის თავისუფალი ფრაქციის განსაზღვრა სისხლში (FT4).

კალათა (0)
Phone