RPR, თვისობრივი

RPR, თვისობრივი

ფასი: 24 ₾

კვლევის შესახებ

RPR (Rapid Plasma Reagin) არის სიფილისის სკრინინგული, არატრეპონემული სეროლოგიური კვლევა. ის სისხლში ავლენს ე.წ. რეაგინულ ანტისხეულებს, რომლებიც წარმოიქმნება Treponema pallidum-ით (სიფილისის გამომწვევი ბაქტერია) ინფიცირების შედეგად დაზიანებული ქსოვილებიდან გამოთავისუფლებული ლიპიდური მასალის მიმართ.

თვისობრივი RPR იძლევა პასუხს „რეაქტიული" (დადებითი) ან „არარეაქტიული" (უარყოფითი) ფორმით და გამოიყენება სიფილისის პირველი რიგის სკრინინგად. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ტესტი არ არის სპეციფიკური უშუალოდ Treponema pallidum-ის მიმართ, ამიტომ დადებითი შედეგი ყოველთვის უნდა დადასტურდეს ტრეპონემული ტესტით (TPHA, TP-PA ან FTA-ABS).

RPR გამოიყენება როგორც სკრინინგისთვის, ისე მკურნალობის ეფექტიანობის შესაფასებლად (რაოდენობრივი ვარიანტით - ტიტრის დინამიკაში მონიტორინგით). ცრუ-დადებითი შედეგი შესაძლებელია სხვა მდგომარეობების (ორსულობა, აუტოიმუნური დაავადებები, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები) ფონზე.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია:

• სიფილისის სკრინინგად სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა შემოწმებისას;

• ორსულობის დროს - ორსულობის პირველ ვიზიტზე და, საჭიროების შემთხვევაში, მესამე ტრიმესტრში (ნაყოფის თანდაყოლილი სიფილისის თავიდან ასაცილებლად);

• პრე-ოპერაციულ პერიოდში სტანდარტული შემოწმების ფარგლებში;

• დაუცველი სქესობრივი კონტაქტის ან დაინფიცირებულ პარტნიორთან კავშირის შემდეგ;

• სქესობრივი ორგანოების არეში უმტკივნეული წყლულის (შანკრის) გამოჩენისას;

• სხეულზე გამონაყარის (განსაკუთრებით ხელისგულებზე და ფეხის ტერფზე) გამოჩენისას;

• ლიმფური კვანძების გადიდებისას;

• აივ-ინფიცირებული პირების მონიტორინგისას;

• სქესობრივი ძალადობის შემდეგ;

• დონორებში სისხლის შესყიდვამდე;

• პროფილაქტიკური სკრინინგისთვის მაღალი რისკის ჯგუფებში (მრავალი სქესობრივი პარტნიორის მქონე პირები).

ინტერპრეტაცია

RPR-ის რეაქტიული (დადებითი) შედეგი მიუთითებს სისხლში ნონ-ტრეპონემული რეაგინული ანტისხეულების არსებობაზე. შედეგი არ ადასტურებს სიფილისის დიაგნოზს - აუცილებელია ტრეპონემული დადასტურებითი ტესტით (TPHA, TP-PA ან FTA-ABS) შედეგის ვერიფიკაცია.

RPR-ის რეაქტიულობა შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:

• სიფილისის აქტიური ინფექცია (პირველადი, მეორადი ან მესამეული სტადია);

• გადატანილი და ნამკურნალები სიფილისი (RPR ტიტრი მკურნალობის შემდეგ ჩვეულებრივ კლებულობს, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა პერსისტენტული იყოს დაბალი ტიტრით მთელი ცხოვრების მანძილზე - ე.წ. „სეროფასტ“ სტატუსი);

• ბიოლოგიურად ცრუ-დადებითი შედეგი (BCFP):

- სისტემური აუტოიმუნური დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი);

- ორსულობა;

- ვირუსული ინფექციები (ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ვირუსული ჰეპატიტები, აივ-ინფექცია);

- ბაქტერიული ინფექციები (ტუბერკულოზი, ლაიმის დაავადება, ენდოკარდიტი);

- მალარია, ლეპტოსპიროზი;

- ხანდაზმული ასაკი;

- აცრის შემდგომი პერიოდი;

- ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარება.

RPR-ის არარეაქტიული (უარყოფითი) შედეგი ყველაზე ხშირად ინფექციის არარსებობაზე მიუთითებს. თუმცა, ცრუ-უარყოფითი შედეგი შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:

• ინფიცირების ადრეული პერიოდი (ე.წ. „ფანჯრის პერიოდი“ 3-6 კვირის განმავლობაში);

• გვიანი (მესამეული) სიფილისი (ხანგრძლივი არანამკურნალები);

• პროზონ-ფენომენი (ანტისხეულების ძალიან მაღალი ტიტრის ფონზე) - ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ნიმუშის განზავება და განმეორებითი გამოკვლევა.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

RPR, რაოდენობრივი (ტიტრის განსაზღვრით);

Treponema pallidum-ის (სიფილისი) ჰემაგლუტინაციის ტესტი, თვისებრივი (TPHA, qualitative);

Treponema pallidum-ის (სიფილისი) საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა შრატში (anti-Treponema pallidum);

აივ-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა, სწრაფი ტესტი (anti-HIV);

B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (HBsAg);

B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HBs);

C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HCV);

მარტივი ჰერპესვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (HSV-1/2 IgM);

მარტივი ჰერპესვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (HSV-1/2 IgG);

Chlamydia trachomatis PCR - ნაცხი/შარდი;

Neisseria gonorrhoeae PCR - ნაცხი/შარდი;

სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);

შარდის საერთო ანალიზი (Urinalysis).

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.

მასალის ტიპი

შრატი

კვლევის შესრულების დრო

2 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

medlineplus.gov - Syphilis Tests

cdc.gov - CDC Laboratory Recommendations for Syphilis Testing

ncbi.nlm.nih.gov - Syphilis (StatPearls)

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

იმუნოლოგია
Phone