HBV, B ჰეპატიტის ვირუსის დნმ-ის აღმოჩენა სისხლში, თვისობრივი ანალიზი

ფასი: 140 ₾

კვლევის შესახებ

B ჰეპატიტის ვირუსი (HBV) ორჯაჭვიანი დნმ-ის შემცველი ვირუსია. გადაეცემა ხდება პარენტერულად და სქესობრივი გზით. იწვევს ღვიძლის ანთებით დაავადებას, რომელიც მიმდინარეობს მწვავე ან ქრონიკული ჰეპატიტის სახით.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგი ჩივილების დროს:


• უსიმპტომო;

• დაღლილობა/სისუსტე;

• გულისრევა/ღებინება;

• ტკივილი მარჯვენა მხრის ქვედა უბანში;

• შარდის ფერის ცვლილება ("ლუდისფერი" შეფერილობა);

• კანის ფერის ცვლილება (სიყვითლე);

• თვალის სკლერის ფერის ცვლილება (სიყვითლე).

ინტერპრეტაცია

HBV დნმ-ის აღმოჩენა შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:


• ქრონიკული B ჰეპატიტი;

• აქტიური B ჰეპატიტი.


გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგის შეფასება უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

• B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (HBsAg)

• B ჰეპატიტის ვირუსის e ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HBe)

• B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HBs)

• B ჰეპატიტის ვირუსის ბირთვული ანტიგენის საწინააღმდეგო საერთო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HBc total)

• B ჰეპატიტის ვირუსის e ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (HBeAg)

• ღვიძლის ფუნქციური ტესტები

• HCV, C ჰეპატიტის ვირუსის რნმ-ის აღმოჩენა სისხლში, რაოდენობრივი ანალიზი

• HCV, C ჰეპატიტის ვირუსის რნმ-ის აღმოჩენა სისხლში, თვისობრივი ანალიზი

• HDV, დელტა ჰეპატიტის რნმ-ის აღმოჩენა სისხლში, რაოდენობრივი ანალიზი

• HDV, დელტა ჰეპატიტის რნმ-ის აღმოჩენა სისხლში, თვისობრივი ანალიზი

• C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HCV)

• აივ-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებისა და p24 ანტიგენის კომბინირებული განსაზღვრა სისხლში (HIV Ag/Ab Combo)

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

სპეციფიკური მომზადება არ არის საჭირო.

ტესტის მეთოდოლოგია

B ჰეპატიტის ვირუსის დნმ-ის თვისობრივი აღმოჩენა. ანალიზი ეფუძნება რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდს, პროდუქტის გაძლიერებული ფლუორესცენტური გამოვლენით.

მასალის ტიპი

• სისხლი

კვლევის შესრულების დრო

5 Day(s)

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:


• cdc.gov - CDC - Hepatitis B Information for Health Professionals

• mayocliniclabs.com - Mayo Clinic Laboratories - HBV DNA Qualitative PCR

• who.int - WHO - Hepatitis B


• ანა მაღრაძე, MD (Medical Team) - მოლეკულური გენეტიკისა და ციტოგენეტიკის განყოფილება;

• ნინო ღულათავა (Medical Team) - სამედიცინო დირექტორი;

• ლევან არჯევანიძე (Management Team) - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

Molecular and Cellular Diagnostics
Phone