კვლევის შესახებ
საერთო ცილა ასახავს სისხლის შრატში არსებული ყველა ცილის (ძირითადად ალბუმინისა და გლობულინების) საერთო რაოდენობას. ცილები მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნურ დაცვაში, სითხის ბალანსის შენარჩუნებაში, ნივთიერებათა ტრანსპორტსა და ქსოვილების აღდგენაში. საერთო ცილის კვლევა გამოიყენება ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის შეფასებისთვის.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• დეჰიდრატაცია;
• ანემია;
• გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები (ხანგრძლივი არტერიული ჰიპერტენზია);
• მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებები;
• მიელომური დაავადებები;
• კოაგულოპათიები;
• ნუტრიციული სტატუსის შეფასება და მონიტორინგი;
• არასრულფასოვანი კვება (ხანგრძლივი უცილო ანუ ცილის შემცველობის დაბალი დიეტა);
• თირკმლის დაავადებები;
• ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია;
• ღვიძლის ფუნქციური უკმარისობა;
• მალაბსორბციის სინდრომი;
• ხანგრძლივი სისუსტე;
• დაღლილობა;
• შეშუპება, ანასარკა;
• ხშირი ავადობა;
• სხვადასხვა მედიკამენტოზური თერაპია (ანაბოლური სტეროიდები, ანდროგენები, ინსულინი, ფარისებრი ჯირკვლის პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები).
ინტერპრეტაცია
საერთო ცილის კონცენტრაციის ზრდა ვლინდება შემდეგ შემთხვევებში:
• დეჰიდრატაცია;
• მწვავე და ქრონიკული ინფექციები;
• სხვადასხვა იმუნური პათოლოგიები;
• შემაერთებელქსოვილოვანი დაზიანებები (სარკოიდოზი);
• რევმატოიდული ართრიტი;
• ცხელებით მიმდინარე პათოლოგიები (ლეიშმანიოზი, კეთრი, ქოლერა).
საერთო ცილის კონცენტრაცია მცირდება შემდეგ შემთხვევებში:
• არასრულფასოვანი კვება (არასწორი ცილოვანი დიეტა);
• თირკმლის პათოლოგიები (ძირითადად ცილის დაკარგვით მიმდინარე, მათ შორის სისხლდენა, დამწვრობა, ასციტი);
• გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები;
• შაქრიანი დიაბეტი (ტიპი II);
• ღვიძლის დისფუნქცია (ცილის წარმოქმნის დარღვევა, ციროზი, ჰეპატიტები);
• გლუკოკორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობა;
• მალაბსორბცია;
• კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები (ენტერიტი, ენტეროკოლიტი, პანკრეატიტი);
• ცხელება;
• ინტოქსიკაცია;
• ორსულობის ბოლო ტრიმესტრი, ლაქტაცია (არაპათოლოგიური);
• ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი, უმოძრაობა;
• ტრავმის შემდგომი ხანგრძლივი იმობილიზაცია;
• დამწვრობა;
• ოპერაციული ჩარევები და შემდგომი პერიოდი.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• ტრანსფერინის განსაზღვრა სისხლში (Transferrin);
• შარდის საერთო ანალიზი (Urinalysis);
• eGFR (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);
• ელექტროლიტები (Na, K, Cl, Ca), სისხლში;
• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL);
• გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში (HbA1c);
• ლიპიდების განსაზღვრა სისხლის შრატში (TCHOL, TG,LDL-CHOL, HDL-CHOL, VLDL-CHOL, AI);
• იმუნოგლობულინი IgM, სისხლში;
• იმუნოგლობულინი IgG, სისხლში;
• იმუნოგლობულინი IgA, სისხლში;
• ლიმფოციტები (NK, T, B, CD4, CD8), გამდინარე ციტომეტრიული მეთოდით;
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
რეკომენდებულია უზმოდ ყოფნა, ბოლო 12 სთ-ის განმავლობაში არ მიიღოთ საჭმელი და სასმელი (მათ შორის: ალკოჰოლი, გაზიანი სასმელი, ყავა, წყალი), არ მოიხმაროთ საღეჭი რეზინი და თამბაქო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - MedlinePlus - Total Protein Test
• mayocliniclabs.com - Mayo Clinic Laboratories - Total Protein, Serum
• emedicine.medscape.com - Medscape - Total Protein: Reference Range
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.