კვლევების ჩამონათვალი
Crypto/Giardia/Entamoeba ანტიგენი, განავალში
60 ₾კრიპტოსპორიდიუმის, გიარდიასა და ენტამება ჰისტოლიტიკას ანტიგენების კომბინირებული განსაზღვრა (Cryptosporidium spp., Giardia lamblia/duodenalis, Entamoeba histolytica) არის განავლის იმუნოლოგიური (ანტიგენური) გამოკვლევა, რომელიც ერთ ნიმუშში ერთდროულად ავლენს დიარეის სამი ყველაზე გავრცელებული პროტოზოული გამომწვევის სპეციფიკურ ანტიგენებს.
ეს სამი პარაზიტი - კრიპტოსპორიდიუმი, გიარდია და ენტამება ჰისტოლიტიკა - მსოფლიოში მწვავე და ქრონიკული პარაზიტული დიარეის უმთავრესი მიზეზებია. ისინი ვრცელდება ფეკალურ-ორალური გზით, ძირითადად - დაბინძურებული წყლისა და საკვების მეშვეობით.
ტესტი ტარდება იმუნოქრომატოგრაფიის ან ELISA-ს მეთოდით და განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, როცა საჭიროა ამ პარაზიტების სწრაფი და ერთდროული გამორიცხვა.
ანტიგენური პანელი უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე განავლის მიკროსკოპული კვლევა, განსაკუთრებით - ენტამება ჰისტოლიტიკისა და კრიპტოსპორიდიუმის გამოვლენისთვის.
Enterobius vermicularis, პერიანალურ ნაცხში
40 ₾ენტერობიუს ვერმიკულარისი (Enterobius vermicularis), ცნობილი როგორც მახვილთავა ჭია (pinworm, threadworm), არის წვრილი, თეთრი, ძაფისებრი ნემატოდა (ჭია), რომელიც იწვევს ენტერობიოზს - ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ნაწლავურ ჰელმინთოზს, განსაკუთრებით - სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვებში.
ინფექცია ვრცელდება ფეკალურ-ორალური გზით - ჭიის კვერცხების გადაყლაპვით (დაბინძურებული ხელების, საწოლის თეთრეულისა და საყოფაცხოვრებო ნივთების მეშვეობით). ზრდასრული მდედრი ჭია ღამით გადაადგილდება ნაწლავიდან პერიანალურ არეში და იქ დებს კვერცხებს, რაც იწვევს დამახასიათებელ ღამის პერიანალურ ქავილს.
დიაგნოსტიკის ოპტიმალური მეთოდია პერიანალური ნაცხი (ე.წ. წებოვანი ლენტის/სკოჩის ტესტი ან სპეციალური აპლიკატორი), რომლის დროსაც პერიანალური კანიდან აღებული მასალა მიკროსკოპში გამოიკვლევა ჭიის კვერცხების აღმოსაჩენად.
განავლის მიკროსკოპული კვლევა ენტერობიოზის დიაგნოსტიკისთვის ნაკლებად ეფექტურია, რადგან კვერცხები ძირითადად პერიანალურ კანზე გროვდება და არა განავალში.
Giardia lamblia ანტიგენი, განავალში
40 ₾გიარდია (Giardia lamblia, ცნობილია აგრეთვე როგორც Giardia duodenalis / Giardia intestinalis) არის ერთუჯრედიანი პროტოზოული პარაზიტი, რომელიც იწვევს ნაწლავურ ინფექციას - ჯიარდიოზს. ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნაწლავური პარაზიტია მსოფლიოში და დიარეის ხშირი მიზეზია ბავშვებში, მოგზაურებსა და დაბინძურებული წყლის მომხმარებლებში.
ინფექცია ვრცელდება ფეკალურ-ორალური გზით - დაბინძურებული წყლის ან საკვების მიღებით, ასევე - ადამიანიდან ადამიანზე (მაგ., საბავშვო ბაღებში). დაავადება შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ, მწვავე დიარეის სახით ან ქრონიკულად - ხანგრძლივი დიარეით, მალაბსორბციითა და წონის დაქვეითებით.
განავალში გიარდიას ანტიგენის განსაზღვრა ხდება იმუნოლოგიური მეთოდით (იმუნოქრომატოგრაფია ან ELISA), რომელიც ავლენს პარაზიტის სპეციფიკურ ცილებს.
ანტიგენის ტესტი უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე განავლის მიკროსკოპული კვლევა, რადგან გიარდიას გამოყოფა განავალში წყვეტილია.
განავლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა (სალმონელა, შიგელა, კამპილობაქტერი, იერსინია) სრული სერვისი
90 ₾განავლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა აუცილებელია დიარეული ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების იდენტიფიცირებისთვის. კვლევა ტარდება მწვავე ან ხანგრძლივი დიარეის, ცხელების, მუცლის ტკივილისა და სისხლიანი განავლის შემთხვევაში და მნიშვნელოვანია ინფექციის გამომწვევის ზუსტად განსაზღვრისთვის.
კვლევის ფარგლებში შესაძლებელია შემდეგი ბაქტერიების გამოვლენა:
- Campylobacter - ინფექცია ხშირად გადაეცემა უმი ან არასაკმარისად მომზადებული ფრინველის ხორცის, ასევე დაბინძურებული საკვების (ზღვის პროდუქტები, ხორცი, ბოსტნეული) მიღებისას.
- Salmonella spp. - ინფიცირება ხდება უმი ან ცუდად მომზადებული ხორცის, ფრინველის ხორცის, კვერცხის ან კვერცხის პროდუქტების მიღებისას. ინკუბაციის პერიოდი შეადგენს 6 საათიდან 6 დღემდე.
- Shigella - იწვევს სისხლიან დიარეას და ძირითადად გადაეცემა ინფიცირებული საკვების ან წყლის მიღების გზით.
- Escherichia coli - გადაეცემა დაბინძურებული წყლით ან საკვებით, განსაკუთრებით უმი ბოსტნეულითა და არასაკმარისად მოხარშული საქონლის ხორცით. განსაკუთრებული კლინიკური მნიშვნელობა აქვს E. coli O157:H7 შტამს, რომელმაც მცირეწლოვან ბავშვებსა და ხანდაზმულებში შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე გართულებები, მათ შორის თირკმლის უკმარისობა.
- Yersinia enterocolitica - გადაეცემა დაბინძურებული საკვებით, განსაკუთრებით უმი ან ცუდად მოხარშული ღორის ხორცით.
ბაქტერიული აგენტის გამოვლენის შემთხვევაში, მიღებულ კულტურაზე ტარდება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ტესტი (ანტიბიოტიკოგრამა), რის საფუძველზეც ექიმი არჩევს შესაბამის ანტიბიოტიკოთერაპიას.
განავლის სრული ავტომატიზირებული მიკროსკოპული გამოკვლევა (საერთო, ჰელმინთები და უმარტივესები )
65 ₾აღნიშნული გამოკვლევა აერთიანებს ორ კვლევას - განავლის საერთო ანალიზსა და განავლის ანალიზს ნაწლავურ პარაზიტებზე.
განავლის საერთო ანალიზი ტარდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დიაგნოსტიკისა და თერაპიის ეფექტურობის მონიტორინგისთვის. პროცესი მოიცავს განავლის ფიზიკურ, ქიმიურ, მაკროსკოპულ და მიკროსკოპულ გამოკვლევას. მისი ჩატარება საჭიროა საჭმლის მომნელებელ სისტემაში ანთებითი პროცესებისა და სხვა პათოლოგიური მდგომარეობების პროცესების დიაგნოსტიკისთვის.
კვლევის ჩატარება მიზანშეწონილია მუცლის ტკივილის დროს - ეპიგასტრიუმში, მუცლის ზედა ან ქვედა ნაწილში, მარჯვენა ან მარცხენა ჰიპოქონდრიაში. ტკივილის ბუნებას და ციკლურ ხასიათს არ აქვს მნიშვნელობა - ღვიძლის, კუჭის, ნაწლავების ან პანკრეასის მსუბუქმა დისკომფორტმაც კი უნდა გიბიძგოთ გამოკვლევისკენ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხშირად მეორდება.
ასევე, გამოკვლევის ჩატარება აუცილებელია, თუ ფიქსირდება - მკვეთრი სუნი, შეცვლილი ფერი, საეჭვო ჩანართების არსებობა, ალერგიული რეაქციები, მოწამვლის, ტკივილის, ქავილის ან უცხო სხეულის შეგრძნება სწორ ნაწლავში, აუტანლობა გარკვეული საკვების მიმართ და უეცარად წონის დაკარგვა.
ბავშვებში კოპროგრამა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება: კოლიკა, დიარეა, ყაბზობა, სირთულეები ახალი დამატებითი საკვების მიღებისას, ღებინება, გულძმარვა, გულისრევა და სხვა.
ნაწლავის პარაზიტები პატარა მიკროორგანიზმებია, რომლებსაც შეუძლიათ თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაში ცხოვრება და გამრავლება. ისინი ყველაზე ხშირად აინფიცირებენ თქვენს ნაწლავებს. მათ შეიძლება გამოიწვიონ დიარეა, გაზები, კუჭის სპაზმები, შებერილობა და სხვა სიმპტომები. როდესაც ადამიანებსა და ცხოველებს აქვთ ნაწლავის პარაზიტები, მათ განავალში გვხვდება კვერცხები და პარაზიტები, ის მარტივად ვრცელდება გარემოში, წყალში, ნიადაგში და სხვადასხვა ზედაპირზე, საიდანაც შესაძლოა მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში. როდესაც ორგანიზმის იმუნური სისტემა ეფექტურად ებრძვის გამოწვევებს, ნაწლავის ზოგიერთი პარაზიტული ინფექცია შესაძლოა თვითგანკურნებით დასრულდეს, მაგრამ რიგ შემთხვევებში ნაწლავის პარაზიტებმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე, ხანგრძლივი დიარეა და სხვა სერიოზული გართულებები, რასაც ხელს უწყობს დასუსტებული იმუნური სისტემა. კლვევის მიზანი სწორედ ასეთი პარაზიტების აღმოჩენაა.
კვლევა ტარდება კონცენტრაციის მეთოდით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია 40-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ჰელმინთების კვერცხებისა და უმარტივესი ცისტების გამოვლენა. კვლევის კლინიკურ ღირებულებაა პარაზიტული დაავადებების ზუსტი და დროული დიაგნოსტირება, რათა სწორად მოხდეს დიფერენციალური დიაგნოსტირება და დროულად დაიწყოს ექიმმა მიზნამიმართული მკურნალობა.
განავლის ანალიზი ნაწლავურ პარაზიტებზე
50 ₾ნაწლავის პარაზიტები პატარა მიკროორგანიზმებია, რომლებსაც შეუძლიათ თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაში ცხოვრება და გამრავლება. ისინი ყველაზე ხშირად აინფიცირებენ თქვენს ნაწლავებს. მათ შეიძლება გამოიწვიონ დიარეა, გაზები, კუჭის სპაზმები, შებერილობა და სხვა სიმპტომები. როდესაც ადამიანებსა და ცხოველებს აქვთ ნაწლავის პარაზიტები, მათ განავალში გვხვდება კვერცხები და პარაზიტები, ის მარტივად ვრცელდება გარემოში, წყალში, ნიადაგში და სხვადასხვა ზედაპირზე, საიდანაც შესაძლოა მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში. როდესაც ორგანიზმის იმუნური სისტემა ეფექტურად ებრძვის გამოწვევებს, ნაწლავის ზოგიერთი პარაზიტული ინფექცია შესაძლოა თვითგანკურნებით დასრულდეს, მაგრამ რიგ შემთხვევებში ნაწლავის პარაზიტებმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე, ხანგრძლივი დიარეა და სხვა სერიოზული გართულებები, რასაც ხელს უწყობს დასუსტებული იმუნური სისტემა. კლვევის მიზანი სწორედ ასეთი პარაზიტების აღმოჩენაა.
კვლევა ტარდება კონცენტრაციის მეთოდით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია 40-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ჰელმინთების კვერცხებისა და უმარტივესი ცისტების გამოვლენა. კვლევის კლინიკურ ღირებულებაა პარაზიტული დაავადებების ზუსტი და დროული დიაგნოსტირება, რათა სწორად მოხდეს დიფერენციალური დიაგნოსტირება და დროულად დაიწყოს ექიმმა მიზნამიმართული მკურნალობა.
დემოდექსი (უმარტივესი)
20 ₾აღნიშნული კვლევა წარმოადგენს მიკროსკოპულ გამოკვლევას, რომელიც ტარდება სახის კანის, წამწამების ფოლიკულებში Demodex ტკიპების გამოსავლენად. ტკიპების კანში სიჭარბე იწვევს ანთებას, ქავილსა და გამონაყარს. დაავადებას, რომელსაც დემოდექსის ტკიპა იწვევს დემოდეკოზი - Demodex folliculitis ეწოდება.
Demodex ძალიან პატარა ზომის ტკიპაა, რომელიც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს. დემოდექსს აქვს წაგრძელებული, ნახევრად გამჭვირვალე სხეული და რვა მოძრავი ფეხი. ის ადამიანის თმის ფოლიკულებში და მათთან დაკავშირებულ ცხიმოვან ჯირკვლებში ბინადრობს. მისი საყვარელი ადგილებია შუბლი, ლოყები, ნესტოები, წამწამები და ყურები. როდესაც ადამიანს ძინავს, ტკიპები გამოდიან კანის ფორებიდან, წყვილდებიან და შემდეგ ისევ კანში ბრუნდებიან კვერცხების დასადებად. დემოდექსი (demodex) თითქმის ყველა ადამიანში გვხვდება, მაგრამ ძირითადად იგი უვნებელია და გართულებებს არ იწვევს. დემოდეკოზი ვითარდება, როდესაც ტკიპები უკონტროლოდ მრავლდებიან. ეს, როგორც წესი, იმუნური სისტემის არასაკმარისი ფუნქციონირების გამო ხდება.
დემოდეკოზი უფრო ხშირად ემართებათ ადამიანებს, რომლებიც: იღებენ იმუნოსუპრესანტებს, იტარებენ ქიმიოთერაპიას, აქვთ კანის სხვა დაავადებები (მაგალითად როზაცეა), იყენებენ ქავილის საწინააღმდეგო კრემებს (ჰიდროკორტიზონი) და სხვა.
მუნის ტკიპა (უმარტივესები)
20 ₾მუნი (Scabies) არის კანის პარაზიტული დაავადება (ინვაზია), რომელიც გამოწვეულია მიკროსკოპული ტკიპით - Sarcoptes scabiei var. hominis. ეს ტკიპა იჭრება ეპიდერმისის რქოვან შრეში, იქ ცხოვრობს, მრავლდება და კვერცხებს ყრის. დაავადება ვითარდება ტკიპას, მისი კვერცხებისა და გამონაყოფების მიმართ ორგანიზმის ალერგიული რეაქციის შედეგად.
მუნის გამოვლენის მთავარი ლაბორატორიული მეთოდია კანის ნაფხიკის (skin scraping) მიკროსკოპული გამოკვლევა. პროცედურის დროს ექიმი იღებს მცირე რაოდენობის კანის ნიმუშს საეჭვო ადგილიდან (ხშირად ტკიპის სავალიდან), ამუშავებს კალიუმის ჰიდროქსიდის (KOH) ან მინერალური ზეთის ხსნარით და აკვირდება მიკროსკოპით. გამოკვლევის დროს ხდება Sarcoptes scabiei-ს ზრდასრული ფორმის, კვერცხების ან მისი ექსკრემენტების (ფეკალური მასების) იდენტიფიცირება.
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მუნის ლაბორატორიული გამოვლენის მგრძნობელობა შედარებით დაბალია - ერთ ინფიცირებულ ადამიანზე ჩვეულებრივ მხოლოდ რამდენიმე (4-10) ტკიპა ცხოვრობს, ამიტომ უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს დაავადებას. ხშირად მუნის დიაგნოზი დგინდება კლინიკურად - დამახასიათებელი სიმპტომების, კანის გამონაყარის და კონტაქტის ანამნეზის საფუძველზე. საერთაშორისო IACS-ის (International Alliance for the Control of Scabies) კრიტერიუმების მიხედვით, დიაგნოზი შესაძლოა იყოს დადასტურებული, კლინიკური ან საეჭვო.
მუნი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კანის დაავადებაა მსოფლიოში - დაახლოებით 200 მილიონ ადამიანს ერთდროულად აქვს. გადაცემა ხდება უპირატესად უშუალო (კანთან კანის) კონტაქტისას და შესაძლოა ასევე ტანსაცმლის, საწოლის, პირსახოცის გაზიარების გზით (ტკიპას რამდენიმე დღე შეუძლია გადარჩენა ქსოვილზე).